მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს
25.12.2024
1 / 4


25 დეკემბრის ღამეს, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები, ქრისტეშობის დღესასწაულის შესახვედრად, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეიკრიბნენ. სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

სადღესასწაულოდ მორთულ ტაძარში ტრადიციული საშობაო რიტუალი შესრულდა - ღვთისმსახურების მსვლელობისას, ეკლესიაში ემანუელი, ბავშვის ქანდაკება, მშვიდობის ყრმა შეაბრძანეს, რაც, სიმბოლურად, მაცხოვრის შობას განასახიერებს.

ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით, შობა და დამდეგი ახალი წელი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა, მშვიდობა, სტაბილურობა და  ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა: „დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს საქართველოს, სრულიად მსოფლიოს, რაც მთავარია, იყოს სიყვარული, ის რწმენა და მადლი, რისთვისაც დღევანდელი დღე არსებობს, რისთვისაც მაცხოვარი მოევლინა სამყაროს და იმ ღირებულებებით ვიცხოვროთ, რომ არსებობდეს სიყვარული, ურთიერთგაგება და ურთიერთ მიტევება. რადგან უფალს თითოეული ჩვენგანი უყვარს“.

საზეიმო მსახურებას დაესწრო რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე.






View Larger Map