ქრისტეშობა ახალციხეში მცხოვრებმა კათოლიკეებმა ახალციხის რაბათის სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იზეიმეს. საზეიმო მსახურებას მღვდელი მარეკ პჟეჩევსკი უძღვებოდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში ელვარდ ზაზაძემ ტაძარში შეკრებილ მრევლს შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.