24-25 მარტს ებრაელთა თემი ფურიმს დღესასწაულობს. ძველი წელთაღრიცხვით V საუკუნეში, სპარსელთა მეფე არტაქსერქსეს კარისკაცი ამან ამალეკელი, გააღიზიანა ებრაელი მორდეხაის საქციელმა, რომელმაც მის წინაშე ქედის მოხრაზე უარი განაცხადა და მეფე დაარწმუნა, ებრაელთა სრულად განადგურების ბრძანება გაეცა. ებრაელები მორდეხაისა და დედოფალ ესთერის სიბრძნემ და თავგანწირვამ იხსნა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ქართველ ებრაელებს ფურიმის დღესასწაულს, კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს მათ.