მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს ებრაელთა კავშირი
ებრაული თემი იომ ქიფურის დღესასწაულს აღნიშნავს
08.10.2019
1 / 1


8-9 ოქტომბერს იუდეველთათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, იომ-ქიფური აღინიშნება - საყოველთაო მიტევების, ცოდვების გამოსყიდვის დღე, რომელსაც ებრაელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

 „იომ ქიფური” ებრაელთა კალენდარში ყველაზე წმინდა დღეა, როდესაც ყოველ შემოდგომაზე, როშ ჰაშანას გასვლიდან მეათე დღეს, მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ებრაელი ხალხი ყოველგვარ საქმიანობას წყვეტს და მარხულობს.

იომ-ქიფური საყოველთაო შენდობისა და მიტევების დღეა, როდესაც ღმერთი გულწრფელი მონანიებისა და განწმენდის შემდეგ ადამიანს ჩადენელი ცოდვებისგან ათავისუფლებს.  ასევე, ესაა დღე, როდესაც ადამიანებმა ყოველგვარი წყენა უნდა აპატიონ ერთმანეთს და სიყვარულის საფუძველზე ააგონ ახალი ურთიერთობები.

სადღესასწაულო მსახურება სინაგოგებში მზის ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე იწყება. იომ ქიფურის წინ სრულდება ქაფაროთის წესი, თეთრი ფერის ქათმით. ქაფაროთების გაკეთება შეიძლება ფულითაც, როცა ქათმის ნაცვლად ფულს შემოივლებენ თავზე, შემდეგ მას ცედაკში წირავენ.

მორწმუნეები ამ დღის უმეტეს ნაწილს სალოცავში  თორის კითხვასა და ლოცვაში ატარებენ.  მოიხსენიებენ მიცვალებულებს, რომლებიც დაიღუპნენ ისრაელის თავდაცვით და განმანთავისუფლებელ ომებში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს და განსაკუთრებით, საქართველოს ებრაულ თემს ამ დღეს, სულის სიმხნევეს, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ.






View Larger Map