მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს ებრაელთა კავშირი
ებრაული თემი იომ ქიფურს დღესასწაულობს
12.10.2024
1 / 1


დღეს იუდეველთათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, იომ-ქიფური აღინიშნება, ებრაელთა კალენდარში ყველაზე წმინდა დღე, როცა მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ებრაელები ყოველგვარ საქმიანობას წყვეტენ და მარხულობენ.

იომ-ქიფური საყოველთაო შენდობისა და მიტევების დღეა. ებრაელთა რწმენით, ამ დღეს ღმერთი, გულწრფელი მონანიებისა და განწმენდის შემდეგ, ადამიანს ჩადენილი ცოდვებისგან ათავისუფლებს. მორწმუნეები დღის უმეტეს ნაწილს სალოცავში,  თორის კითხვასა და ლოცვაში ატარებენ. 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს და განსაკუთრებით, საქართველოს ებრაულ თემს დღესასწაულს, სულის სიმხნევეს, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ.






View Larger Map