დღეს იუდეველები ლაგ-ბაომერს ზეიმობენ. ლაგ-ბაომერი უძველესი იუდეური დღესასწაულია, რომელიც, გადმოცემის თანახმად, რომაელთაგან დაპყრობილ ისრაელში თორის სწავლების აკრძალვასა და ებრაელთა პროტესტს, რომაელებზე ებრაელთა გამარჯვებას უკავშირდება. ლაგ-ბაომერი მხიარული დღესასწაულია, რომელსაც ლოცვაში, სიმღერასა და ცეკვაში ატარებენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლაგ-ბაომერს ყველა იუდეველს, საქართველოს ებრაულ თემს და კეთილდღეობას, წარმატებას უსურვებს მათ.