24-25 ოქტომბერს ებრაელები „შმინიაცერეთი/სიმხათ თორას” აღნიშნავენ. „სიმხათ თორა“- თორით გამოწვეული სიხარული, თორის კითხვის განახლებას უკავშირდება და ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ ებრაულ დღესასწაულად მიიჩნევა. ისრაელში იგი შმინიაცერეთს - სუქოთის მერვე, დამასრულებელ დღეს ემთხვევა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ყველა იუდეველს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.