მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს ებრაელთა კავშირი
პრემიერ-მინისტრმა ებრაულ თემს ხანუქა მიულოცა
25.12.2024
1 / 4


დღეს, თბილისის მთავარ სინაგოგაში, ხანუქას პირველი სანთელი  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აანთო - ებრაელები ხანუქას, განახლებისა და კურთხევის, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ.

მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ქართველ ებრაელებსა და მოწვეულ სტუმრებს ირაკლი კობახიძემ სიტყვით მიმართა. პრემიერმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვან, უნიკალურ გამოცდილებას, გაიხსენა 7 ოქტომბრის ტერაქტი და აღნიშნა, რომ ისრაელს, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს, დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა სჭირდება.

დიდ სინაგოგაში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს ებრაელთა კავშირის  თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი და თბილისის სინაგოგის მთავარი რაბინი რახამინ მურდუხაშვილი.

ხანუქას აღსანიშნავ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა  ბოჭორიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.






View Larger Map