მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს ებრაელთა კავშირი
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ებრაულ თემს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
23.12.2019
1 / 3


ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მთავარ სინაგოგაში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე,  ქ.თბილისის მერი, კახი კალაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდნენ.

ხანუქა ებრაული განახლებისა და კურთხევის დღესასწაულია, იგი მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის განწმენდისა და სატაძრო მსახურების განახლებას უკავშირდება, დღესასწაული 8 დღის განმავლობაში (22-30 დეკემბერი) გრძელდება.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ღონისძიებაზე შეკრებილ მრევლსა და სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და სიმბოლურად ხანუქას პირველი სანთელი აანთო.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაეთანხმა ისრაელის ელჩის შაფთაი ცურის ინიციატივას, რომლის თანახმად იერუსალიმში ქართული კულტურული ცენტრი გაიხსნება.

 





View Larger Map