მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს
20.04.2025
1 / 2


საქართველოში მცხოვრები ლუთერები ქრისტიანული სამყაროს უმთავრეს მოვლენას, იესო მაცხოვრის აღდგომას ზეიმობენ. თბილისის შერიგების ეკლესიაში საზეიმო მსახურებას ეპისკოპოსი როლფ ბარაისი უძღვებოდა.

საქართველოს მთავრობისა და რელიგიის სააგენტოს სახელით, ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო დასს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ. სააღდგომო ღონისძიებას ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნინო ასათიანი.

მაცხოვრის აღდგომა - უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული აღნიშნეს დღეს რუსთავში მცხოვრებმა ლუთერებმა.

საზეიმო წირვა მშვიდობის ევანგელურ-ლუთერულ ტაძარში აღავლინა ტაძრის პასტორმა, ირინა სოლეიმ.

წირვას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა ქვემო ქართლში აბაი ფაშაევმა.






View Larger Map