დღეს ლუთერები მადლობას უხდიან ღმერთს მოსავლისთვის - საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მოსავლის აღების დღეს აღნიშნავს. ეს ლუთერების ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, რომელიც მოსავლის აღება-დაბინავებას, ნაყოფიერებასა და ოჯახის კეთილდღეობას უკავშირდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს, კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს მათ.