11 ნოემბერს ლუთერები წმ. მარტინის დღეს აღნიშნავენ. გადმოცემის თანახმად, ამ დღეს რომაელმა ჯარისკაცმა მარტინმა მათხოვარს მოსასხამი მისცა, რომელიც იმავე ღამეს, სიზმარში იესო ქრისტეს სახით გამოეცხადა. მარტინი სასულიერო პირი გახდა, გარდაცვალების შემდეგ კი ის წმინდანად შერაცხეს. მარტინი მათხოვრების და მეომრების მფარველ წმინდანად ითვლება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერული ეკლესიას დღესასწაულს ულოცავს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
