საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. სახარების რწმენით, ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს.