რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს, როლფ ბარაისს შეხვდა.
ეპისკოპოსმა კმაყოფილება გამოხატა რელიგიის სააგენტოს მიერ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მიმართ გაწეული დახმარების გამო და სააგენტოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. ეპისკოპოსმა ბარაისმა ზაზა ვაშაყმაძეს დახმარება სთხოვა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუთერული ეკლესიის წარმომადგენელთა გადასვლასთან დაკავშირებით.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
