დღეს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქ. რუსთავსა და ქ.გორში ღამისთევის მსახურება გაიმართა.
მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი, აბაი ფაშაევი და სააგენტოს თანამშრომელი გიორგი შალვაშვილი დაესწრნენ, მათ შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს მიულოცეს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული, სიკეთე და სიხარული უსურვეს.
ღამისთევის ლოცვას ქ.რუსთავში პროტესტანულ ეკლესიაში პასტორი გიორგი ჩიტაძე უძღვებოდა, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას აქტიური თანამშრომლობისათვის, ხაზგასმით აღინიშნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შეტანილი უდიდესი წვლილი რუსთავის პროტესტანული ეკლესიის მშენებლობისა ფინანსური დახმარების საქმეში.