რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიასა და მის მრევლს. 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი - ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება. იგი მაცხოვრის მოწაფეებთან გამოცხადებასა და შემდგომ მათ თვალწინ ამაღლებას უკავშირდება.