პროტესტანტული სამყარო 31 ოქტომბერს რეფორმაციის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი უკავშირდება რეფორმაციის ფუძემდებლის, მარტინ ლუთერის მიერ 1517 წელს, ვიტენბერგის საკათედრო ტაძრის კარებზე 95 თეზისის მიჭედებას, რომელიც აერთიანებდა რიგ თეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ საკითხებს. ეს ქმედება მიიჩნევა პროტესტანტული რეფორმაციის ოფიციალური ათვლის წერტილად.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს და კეთილდღეობას უსურვებს მათ.