„ტავაფა ეზიდს“ - თბილისის ტაძრის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ეზიდი თემის წარმომადგენლები ერთად აღნიშნავდნენ.
სასულიერო რიტუალის შემდეგ, საზეიმო მიღება გაიმართა ეზიდთა კულტურის ცენტრში, სადაც ეზიდ თემს თბილისის ტაძრის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. მან გაიხსენა, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჯერ კიდევ 12-13 წლის წინ, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, ეზიდი თემისთვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და რელიგიის სააგენტოს დახმარებით, კიდევ უფრო მეტი გაკეთდება. სააგენტოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ახტიარი დიმიტრი ფირბარის შრომისთვის, რომელსაც ის, სახელმწიფოსთან ერთად, მშვიდობისა და ერთობისთვის ეწევა.
ღონიძიებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
