6-13 ოქტომბერს, ეზიდი თემი ჯამაია შიხადის ზეიმობს. დღეს ეზიდთათვის განკაცებული ღმერთის, შეიხ ადის ხსოვნის პატივსაცემად მომლოცველთა საყოველთაო შეკრების დღეები იწყება. 7 დღის განმავლობაში ტარდება ყოველდღიური რიტუალები, მეშვიდე დღეს კი, სრულდება რიტუალური ანგელოზთა ცეკვა, დროსაც მომლოცველები, მათი რწმენით, სულიერად იწმინდებიან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს საქართველოს ეზიდ თემს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.