მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
ისლამური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობენ
30.03.2025
1 / 1


30, 31 მარტსა და 1 აპრილს ისლამური სამყარო ორი უდიდესი დღესასწაულიდან ერთ-ერთს, რამადან ბაირამს (იდ ალ-ფიტრი) აღნიშნავს, რაც ნიშნავს მარხვის დასრულების, ხსნილის დღესასწაულს, რომელიც აღინიშნება წმინდა რამადანის თვის დამთავრების შემდეგ.

რამადან-ბაირამის დროს მუსლიმები ასრულებენ სადღესასწაულო ლოცვას, ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, გასცემენ მოწყალებას, არიგებენ საჩუქრებს, სტუმრად მიდიან მეგობრებთან და ნათესავებთან, შლიან დიდ საზეიმო სუფრებს. ამდენად, რამადან ბაირამი შერიგების, ერთიანობის, გაძლიერების და ძმობის დღესასწაულია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  ულოცავს ყველა მუსლიმს ამ უდიდეს დღესასწაულს, წარმატებებს, სიკეთეს და  მშვიდობას უსურვებს მათ






View Larger Map