დღეს მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული, რამადან-ბაირამი აღინიშნება. თბილისის ჯუმა მეჩეთს ეწვია და მუსლიმ თემს დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ჩამოყალიბებულ მრავალსაუკუნოვან, ისრტორიულ ურთიერთობებს: „ჩვენ საუკუნეების მანძილზე ერთად ვშრომობდით, ერთად ვიბრძოდით ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისთვის, წინსვლისა და განვითარებისთვის. ეს არის ის ურთიერთობა, რომელსაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, სახელმწიფოსა და მისი პირველი პირის ყურადღება მუსლიმთა მიმართ გამორჩეულია და ამას მუსლიმი თემიც გრძნობს.
შეიხმა ფაიგ ნაბიევმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა მადლობა გადაუხადეს პრემიერ-მინისტრს დღესასწაულის მილოცვისათვის და აღნიშნეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ყოფნა მეჩეთში და რამადან-ბაირამის სიხარულის გაზიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი მხრიდან მუსლიმი თემის პატივისცემას.
თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, მუსლიმთა სამმართველოსა და რელიგიის სააგენტოს წარმომდგენლები.