მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
მუსლიმი თემი შუამავალი მუჰამედისა და იმამ სადიყის დაბადებას აღნიშნავს
13.11.2019
1 / 1


დღეს მუსლიმი თემი მუჰამედ შუამავლისა და იმამ სადიყის დედამიწაზე მოვლინების დღეს აღნიშნავს, შიიტური მიმდინარეობის მიხედვით ისლამის ფუძემდებელი 570 წელს ქალაქ მექაში დაიბადა.

შიიტური სწავლების მიხედვით, ალაჰმა მუჰამედი კაცობრიობის მხსნელად და ცოდვაში მყოფი ადამიანების გადასარჩენად მოავლინა, მისი დაბადების შემდგომ, არსებულ უზნეობას, უსამართლობას, ცუდ საქციელს და ყოველგვარ ბოროტებას მოეღო ბოლო. მუჰამედი როგორც სოციალური რეფორმატორი, ასევე პოლიტიკური ლიდერიც გახლდათ და მის მთავარ სასწაულს წმინდა წიგნი ყურანის შექმნა წარმოადგენს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მუსლიმურ სამყაროსა და საქართველოს მუსლიმ თემს დღესასწაულს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოთ.

 





View Larger Map