1-2 მარტიდან ისლამური სამყარო რამადანის (მარხვის თვის) დასაწყისს აღნიშნავს. მუსლიმური გადმოცემის თანახმად, ეს თვე ითვლება ყველაზე მადლიანად, რადგან სწორედ ამ თვეში მოხდა ყურანის პირველი აიების გარდმოვლენა წინასწარმეტყველ მუჰამედზე და ამ თვეში შთააგონა ალაჰმა მუჰამედს მოციქულის მისია.
მუსლიმები რამადანს მარხვაში ატარებენ. რამადანი მუსლიმთათვის გამოცდის, უდიდესი ნებისყოფისა და ვნებებზე გამარჯვების პერიოდია. მარხვის პერიოდში მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულთა დახმარება, ვახშამზე ანუ იფტარზე მიპატიჟება. განთიადიდან მზის ჩასვლამდე, მუსლიმები, სულის განწმენდის მიზნით, უარს ამბობენ საკვებისა და სასმელის მიღებაზე, ნებისმიერ ხორციელ სიამოვნებაზე. როგორც წესი, მარხვის განმავლობაში, საომარი მოქმედებები და დაპირისპირებები უნდა შეწყდეს.