მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს ზეიმობს
06.06.2025
1 / 1


6-9  ივნისს, მუსლიმური სამყარო ორ უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს,  მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან ბაირამს (იდ ალ-ადჰა) ზეიმობს.

            დღესასწაული სამი-ოთხი დღე გრძელდება. ამ პერიოდში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის  შეწირვაა. მუსლიმურ ტრადიციაში ეს დღესასწაული აახლოებს ადამიანს ღმერთთან, ხოლო ცხოველის რიტუალური შეწირვა (რომელსაც ურიგებენ ღარიბ-ღატაკებს) გულისხმობს სულიერ მიმართვას ღმერთისადმი.

იდ ალ-ადჰა არის ისლამის ერთ-ერთი საფუძვლის, ჰაჯის (წმინდა ადგილების მომლოცველობა) შესრულების კულმინაცია მექაში.   

         რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს ამ უდიდეს დღესასწაულს და უსურვებს მათ მშვიდობასა და სიკეთეს.

 






View Larger Map