დღეს შიიტი მუსლიმები აღნიშნავენ იმამ ჰუსეინ იბნ ალის (მეოთხე ხალიფა ალის შვილი, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი) და მისი თანამოაზრეების, 680 წელს (ჰიჯრის 61 წელი) ტრაგიკული გარდაცვალების დღიდან „ალ-არბაინს“ (მეორმოცე დღეს).
„ალ-არბაინთან“ დაკავშირებით შიიტი მუსლიმები ატარებენ სამგლოვიარო ცერემონიებს, იხსენებენ იმამ ჰუსეინს და მის თანამოაზრეებს, კითხულობენ მათი სულების მოსახსენიებელ ლოცვებს