დღეს შიიტი მუსლიმები იმამ მაჰდის (მუჰამად იბნ ალ-ჰასან ალ-მაჰდი) დაბადების დღეს აღნიშნავენ. შიიტური მიმდინარეობის მიხედვით, იმამ მაჰდი წინასწარმეტყველ მუჰამედის უკანასკნელი მემკვიდრე და მე-12 იმამია. შიიტები მას აიგივებენ მესიასთან (მაჰდი), რომელიც „სრულიად დაემალა სამყაროს“ 941 წელს და უნდა გამოჩნდეს სამყაროს დასასრულის წინ.