29/31 მარტსა და 2 აპრილს შიიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს, კადრის ღამეს აღნიშნავენ, რომელიც მარხვის თვის, რამადანის ერთ-ერთი ბოლო ღამეა. მუსლიმური გადმოცემით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამედს ღვთიური წიგნის, ყურანის პირველი აიები. მუსლიმები ცდილობენ, ეს ღამე ლოცვაში გაატარონ, რადგან იგი ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს შიიტ მუსლიმ თემს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ.