მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
შიიტი მუსლიმები კადრის ღამეს აღნიშნავენ
19.03.2025
1 / 1


19, 21 და 23 მარტს შიიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს - კადრის  ღამეს აღნიშნავენ. მათი რწმენით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამედს ღვთიური წიგნის, ყურანის პირველი აიები. ტრადიციით ითვლება, რომ კადრის ღამე ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ ეს ღამე ლოცვაში გაატარონ. იგი აღინიშნება რამადანის თვის ბოლო დეკადაში და მუსლიმთათვის ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  ულოცავს შიიტ მუსლიმ თემს დღესასწაულს, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ.






View Larger Map