შიიტი მუსლიმები დღეს მნიშვნელოვან - ღადირ ხუმის დღესასწაულს აღნიშნავენ, როცა იმამ ალი იბნ აბუ ტალიბი წინასწარმეტყველმა მუჰამადმა, ღმერთის ბრძანებით იმამად (ლიდერად, მემკვიდრედ) გამოაცხადა. ეს მოხდა ღადის ხუმის ოაზისში (ადგილი მექასა და მედინას შორის).
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტურ თემს დღესასწაულს, მშვიდობას უსურვებს მათ.