დღეს შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილის, წმინდა ფატიმას დაბადების დღეს აღნიშნავენ. შიიტ მუსლიმებში ეს დღე ქალთა დღედაა აღიარებული. წმ. ფატიმას ღვთისმოშიშობის, მოთმინებისა და ზნეობრივი სიწმინდის მაგალითად
მიიჩნევენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს საქართველოს შიიტ მუსლიმებს, მშვიდობას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
