დღეს შიიტი მუსლიმები ერთდროულად აღნიშნავენ ორ დღესასწაულს - წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს, რომელიც ტრადიციის მიხედვით, დაიბადა ქალაქ მექაში, 571 წელს და მეექვსე იმამის, ჯაფარ ას-სადიკის დაბადების დღეს, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ჯაფარიანთა საღვთისმეტყველო-სამართლებრივი სკოლის დაფუძნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტ მუსლიმებს დღესასწაულებს და მშვიდობას უსურვებს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
