დღეს სუნიტი მუსლიმები ცოდვების მიტევების, ბარაათის ღამეს აღნიშნავენ. ეს მუსლიმთათვის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და მნიშვნელოვანი, ცოდვებისგან გათავისუფლების, და მიტევების ღამეა, ამიტომაც მორწმუნენი ლოცვასა და ყურანის კითხვაში ატარებენ და ღვთის შეწევნასა და პატიებას ითხოვენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს ამ დღეს და სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ.