მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
სუნიტი მუსლიმები კადრის ღამეს აღნიშნავენ
26.03.2025
1 / 1


დღეს სუნიტი მუსლიმები კადრის ღამეს აღნიშნავენ, რომელიც რამადანის თვის ერთ-ერთი ბოლო ღამეა. მუსლიმური გადმოცემით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამედს ღვთიური წიგნის, ყურანის პირველი აიები. ითვლება, რომ კადრის ღამე თავისი მნიშვნელობით ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ, ეს ღამე ლოცვაში გაატარონ. მუსლიმთათვის იგი ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  ულოცავს სუნიტ მუსლიმ თემს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო  მშვიდობას უსურვებს მათ.






View Larger Map