მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
ასი ათასი მოწამის ხსენების დღე
13.11.2019
1 / 1


დღეს 13 ნოემბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია სარწმუნოებისათვის თავდადებულ ასი ათას მოწამეს იხსენიებს.

მოვლენები 1226 წელს  ხვარზმელთა და მათი ლიდერის ჯალალედინის მიერ თბილისის აღებასა და ქართველი ქრისტიანების წამებას უკავშირდება. ისტორიული წყაროების მიხედვით იგი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა. მაგრამ არც ეს იკმარა. სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. ამ დღეს მონღოლებმა ასი ათასი ქართველი აწამეს    და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. ურჯულოებმა არ დაინდეს არც მოხუცები და არც ბავშვები. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამოდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. 100 000 მოწამე შეუერთდა იმ დღეს წმინდანთა დასს, ზეციურ საქართველოს.

 





View Larger Map