სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას, იესო ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობენ აჭარაში.
ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო ლიტურგიას დეკანოზი იაკობ ბენიძე უძღვებოდა.
საზეიმო მსახურებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.