მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
დღეს ნიკოლოზობა აღინიშნება
19.12.2019
1 / 1


დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდანი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პართიაში, ქრისტეშობიდან 257 წელს მდიდარ და ხვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა.  წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი ქართული ეკლესიის მფარველად ითვლება, მისი ცხოვრება მრავალ სასწაულთან არის დაკავშირებული, მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან.  

325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის, პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, სადაც სარწმუნოების სიმბოლო იქნა დამტკიცებული, წმინდა ნიკოლოზი შეუპოვრად ებრძოდა და ამხელდა იმ ხანებში ფართოდ გავრცელებულ არიოზულ ცრუ მოძღვრებას.

ქართველ ხალხში წმინდანი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

 





View Larger Map