დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანი, წმ. დედოფალი ნანა, წმ. სიდონია და წმ. აბიათარი მოიხსენიება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მცხეთობას ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ.