მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
მართლმადიდებელი ეკლესია შიო მღვიმელს იხსენიებს
22.05.2026
1 / 1


დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს დიდ მამას, შიო მღვიმელს (VI ს.) იხსენიებს.

ცამეტ ასურელ მამათაგანი, შიო მღვიმელი ანტიოქიაში დაიბადა. ოცი წელი დაჰყო უდაბნოში ღირს მამა იოანესთან და უანგარო მოღვაწეობისა და მორჩილებისათვის კურნების ნიჭი მიიღო. მამა იოანემ იხილა ზეგარდამო ჩვენება, ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წამოსულიყო ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. თორმეტ მოწაფეს შორის, რომელიც თან გაიყოლა წმიდა მამამ, შიოც იყო.

საქართველოში ჩამოსული მამები ჯერ ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად. ღირსმა მამა შიომ მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეში იპოვა მღვიმე და იქ დაიწყო მოღვაწეობა, შემდეგ დააარსა მონასტერი (შიომღვიმის). სიცოცხლის უკანასკნელი თხუთმეტი წელი 12 მ. სიღრმის მღვიმეში, მარხვასა და ლოცვაში გაატარა და ანდერძის თანახმად, იქვე დაიკრძალა.  

დღესვე აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო მესამის ანგელოზის დღე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს!






View Larger Map