მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
პატრიარქის ინტრონიზაციის 42 წლის იუბილე
25.12.2019
1 / 1


დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II –ეს აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეა.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა - იქ სადაც 42 წლის წინ, 1977 წლის 25 დეკემბერს ილია მეორის ინტრონიზაცი შედგა.  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმბყრობელი, სიონის საკათედრო ტაძარში, მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ერთსულოვნად იქნა არჩეული, იგ იმ დროს 44 წლის იყო და ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი გახლდათ.

ილია II –ე უანგაროდ ემსახურება ქვეყნის განმტკიცებასა და გაძლიერებას, ერის სულიერ აღმავლობას, ქართული ეკლესიის აღორძინებას. სწორედ ამიტომ, პატრიარქი განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობს არა მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში, არამედ საზოგადოდ. განუზომელია პატრიარქის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მის უწმინდესობას ინტრონიზაციის 42 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას უსურვებს მას ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისა და გაძლიერებისათვის.

 





View Larger Map