საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში დღეს სადღესასწაულო მსახურება იმართება - მართლმადიდებელი საქართველო ქრისტეშობას ზეიმობს.
მაცხოვრის შობა განახლებისა და ნათელი მომავლის რწმენას უკავშირდება. სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება მოეტანოს ამ დღეს ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისა და სამშობლოსთვის.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობას ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს და მშვიდობას, სიკეთეს, სიხარულს გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
