17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას საქართველოში, როგორც სხვა ტრადიციულ ქვეყნებში, განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა.