უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა იზეიმეს რუსთავში. რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება გაიმართა, რომელსაც ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დვალიშვილი უძღვებოდა.
საზეიმო მსახურებას დაესწრნენ და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევმა და ლოჯისტიკის მენეჯერმა, ლაშა მჭედლიძემ.