მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს
04.12.2019
1 / 1


დღეს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს.

როდესაც  მარიამი სამი წლის გახდა, მშობლებმა უხმეს ნათესავებს, ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში.

ეკლესიაში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც – წელიწადში ერთხელ.

ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილებს, ხელსაქმობდა, სნეულებსა და დავრდომილებს უვლიდა, თავის წილ ულუფა საკვებს მათ აძლევდა და თვითონ ,,მოიღებდა საზრდოსა ხელთა ანგელოზისაითა.”

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს  მართმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და მრევლს ამ დღესასწაულს, კეთილდღეობას და ბედნიერებას უსურვებს მათ.

 





View Larger Map