საქართველოს ბაპტისტური თემი დღეს თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობს. დღესასწაული თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერისცვალებას უკავშირდება, რითაც უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ბაპტისტურ თემს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.