რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ბაპტისტურ თემს სულიწმინდის მოფენას ულოცავს. სახარების რწმენით, ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანია.