რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება - 30 ფუთა ტანსაცმელი გადაეცა.
აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი, ტარიელ პაპინაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
