მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება
რელიგიის სააგენტომ და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ მორიგი საქველმოქმედო აქციები გამართეს
22.08.2024
1 / 8


დღეს,   22  აგვისტოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ ორი საქველმოქმედო აქცია გამართეს. 

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ---ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას კასპის რაიონის სოფელ თელიანში  ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობისათვის  საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება -10 ფუთა ტანსაცმელი და 300 კგ ბრინჯი გადაეცა.

 თბილისის სათნოების სახლს „ კათარზისი“, რომელშიც   ქართველებთან ერთად  უკრაინელი  შეჭირვებული ხანდაზმულები ყოველდღიურად  სადილობენ,   300 კგ ბრინჯი  გადაეცა.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი  ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა  და  სათნოების სახლის „კათარზისის“ წარმომადგენლებმა გაწეული დახმარებისათის  აქციის ორგანიზატორებს  მადლობა  გადაუხადეს.

აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის,ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი  ნინო ჭავჭავაძე ,ანალიტიკოსი  გიორგი პატაშური,  ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა  მჭედლიძე , საქართველოს  ქრისტიან -ბაპტისტთა ეკლესიების  გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი  ტარიელ პაპინაშვილი.

 საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.






View Larger Map