მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება
რელიგიის სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართა
30.12.2024
1 / 3


დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების 2024 წლის ბოლო ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ამჯერად, ჰუმანიტარული ტვირთი - 20 ყუთი ტანსაცმელი და ტკბილეულის 20 ყუთი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის სოციალურად დაუცველ მრევლს გადაეცა.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) რელიგიის სააგენტოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე.






View Larger Map