მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება
საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი შობას ზეიმობს
25.12.2019
1 / 3


დღეს საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობს. საშობაო ლიტურგიას ბაპტისტური ეკლესიის სასულიერო პირები, ეპისკოპოსი, გია კანდელაკი, თბილისის ეკლესიის ხუცესი, ლევან ახალმოსულიშვილი  და აღმასრულებელი მდივანი, ტარიელ პაპინაშვილი უძღვებოდნენ. მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმდჯომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ.

ღამისთევის ლოცვაზე სახელმწიფოსა და მთავრობის სახელით, შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა სააგენტოს თავმჯდომარემ, მან ქრისტეშობის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა, წინსვლა და კეთილდღეობა უსურვა მათ, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და კეთილდღეობისათვის.

ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის სასულიერო პირებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს, მათ ხაზგასმით აღინიშნეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის აქტიური წვლილი და თანადგომა ეკლესიის განვითარების საქმეში.






View Larger Map