მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება
საქველმოქმედო აქცია დევნილთა დასახლებაში
03.10.2024
1 / 6


დღეს, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. დასახლებაში მცხოვრებ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ 207 ოჯახს აქციის მონაწილეებმა ჰუმანიტარული დახმარება, საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტესგან“ - 18 ფუთა ტანსაცმელი და საერთაშორისო  ორგანიზაცია „დახმარების საერთაშორისო ცენტრისგან" - 54 ყუთი  (730 კგ.)  ბრინჯი გადასცეს.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა რელიგიის სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებას მადლობა გადაუხადა სოციალური პროექტის განხორციელებისთვის.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი  ნინო ჭავჭავაძე, რელიგიის სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი აბაი ფაშაევი, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების  გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი  ტარიელ პაპინაშვილი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ხელმძღვანელის მოადგილე გივი  ჯაფარიძე.






View Larger Map